ბარისტა
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება. სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, პეტრე მელიქიშვილის 47/49
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება და მაღალი ხარისხის მომსახურებით უზრუნველყოფა
- ყავისა და სხვა ცხელი/ცივი სასმელების მომზადება სტანდარტების შესაბამისად
- ყავის აპარატებისა და ინვენტარის სწორად გამოყენება და მოვლა
- პროდუქციის ხარისხის კონტროლი და სისუფთავის დაცვა სამუშაო სივრცეში
- შეკვეთების მიღება და შესრულება
- სალაროსთან მუშაობა და გადახდების მართვა
- სტუმრებთან კომუნიკაცია და მეგობრული გარემოს შექმნა
- მენიუს ცოდნა და რეკომენდაციების გაწევა
- პროდუქციის მარაგის კონტროლი და დროული შევსება
- ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
მოთხოვნები:
- მომსახურების პრინციპების ცოდნა
- ბარისტად მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- ყავის კულტურისა და სასმელების საბაზისო ცოდნა
- კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სწრაფი და ეფექტური მუშაობის უნარი
- გუნდში მუშაობის უნარი
- ინგლისური ენის ცოდნა
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
- კვებით უზრუნველყოფას
- ანაზღაურება 1200 ლარი (NET)