აზიური ცხელების, ვოკის მზარეული
რესტორანი “სუშიკო" თბილისში უკვე 2017 წლიდან გემსახურებათ. კომპანია ბაზარზე გამოირჩევა თანამედროვე სტანდარტებითა და მიდგომებით. ჩვენი გუნდი აცხადებს აზიური ცხელების, ვოკის მზარეულის ვაკანსიას. ქალაქ თბილისში - ვაკესა და საბურთალოს ტერიტორიაზე.
აზიური ცხელების, ვოკის მზარეული
გთავაზობთ:
- სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს,
- დაწინაურების პერსპექტივასა და პროფესიულ ზრდას,
- დაზღვევას დაზიანებებისაგან და უბედური შემთხვევისაგან სამუშაო ადგილზე,
- კვებას
- ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას
ფუნქცია-მოვალეობები:
- ვოკის მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
- ინგრედიენტების მარაგების კონტროლი;
- პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და ვადების კონტროლი;
- მოწესრიგებული უნიფორმის ტარება;
- სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
- საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
- სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
- სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.
მოთხოვნები:
- მსურველებს შევასწავლით ადგილზე.
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
- ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- შეკვეთაზე სწრაფი რეაგირება.
პირობები:
- კონკურენტული ანაზღაურება
- თვეში საშუალოდ 22 ან 23 სამუშაო დღეა, ხელფასი 1700-დან 1900 ლარამდე (net) გამოდის;
- გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო , კვირაში 5 დღე.
- დღის ცვლა 11:00-19:00 და საღამოს ცვლა 19:00-03:00 (ღამის საათებში მოგემსახურებათ კორპორაციული ტაქსი)
- კორპორაციული 50% იანი ფასდაკლება თანამშრომლებისათვის ჩვენს პროდუქციაზე.