აზერბაიჯანულ ენაზე მოსაუბრე ქოლ-ცენტრის ოპერატორი
LG Electronics-ის სერვის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას თბილისში აზერბაიჯანულ ენაზე მოსაუბრე ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სატელეფონო ზარების განხორციელება და მიღება მომხმარებლებისგან.
- სატელეფონო ზარების აღრიცხვა სისტემურად.
ძირითადი მოთხოვნები:
- აზერბაიჯანული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ქართული ენის ცოდნა.
- ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა.
- მოლაპარაკების ეფექტურად მართვის უნარი.
- პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა, კონსტრუქციულობა.
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
- პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების დასახვის უნარი.
- ენერგიულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი.
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი (10:00-19:00 საათი)
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი (ხელზე ასაღები) პლიუს ბონუსი და ზრდის პერსპექტივა