ავტომტვირთავის მძღოლი — კომპანია ლუკა

კომპანია ლუკა — ლოგო
კომპანია ლუკა

ავტომტვირთავის მძღოლი

₾1200 ₾ ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს ,,ლუკა'' KNAUF-ის პარტნიორი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებით სარგებლობს და ახდენს სამშენებლო-სარემონტო მასალების საცალო-საბითუმო რეალიზაციას. კომპანია ლუკა აცხადებს ვაკანსიას ავტომტვირთავის მძღოლის (პაგრუშიკის მძღოლი) პოზიციაზე (ხელვაჩაური. ოპიზრების ქ.67)

სამუშაო გრაფიკი: სრული

სამუშაო საათები: 10 სთ-დან 17 სთ-მდე;

სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე (ორშაბათი-შაბათი);

ანაზღაურება: 1200 ლარი (მომატების პერსპექტივით)

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • დისციპლინარული ნორმების წესრიგი და დაცვა;
  • კლიენტთა მომსახურების და მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ტვირთის მიღება-გაცემისა და დასაწყობების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • პროდუქციის (ტვირთის) უსაფრთხოდ აწევა, დაწევა, გადაადგილება და გადაზიდვის უზრუნველყოფა;
  • ავტომტვირთავზე პროდუქციის სწორად დალაგება-განაწილების უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნას ავტომტვირთავის გადაყირავება, ტვირთის დაზიანება და ა.შ
  • მუშაობის პროცესში პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლი (რამდენად შენარჩუნებულია პროდუქტის სასაქონლო სახე);
  • პროდუქციის მიღებისა და გაცემის კონტროლი;
  • ავტომტვირთავის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოებების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო);
  • შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

სასურველი უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობიანი;
  • დისციპლინირებული;
  • ენერგიული;
  • შრომისმოყვარე;
  • პუნქტუალური.

ჩვენ გთავაზობთ:

  • თბილ და კოლეგიალურ გარემოს;
  • ყოველდღიური ბენეფიტები: ერთჯერადი კვება; ჩაი/ყავა ულიმიტო;

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ