პრობლემური აქტივების სატელეფონო დამუშავების სპეციალისტი — Premium Leasing

Premium Leasing — ლოგო
Premium Leasing

პრობლემური აქტივების სატელეფონო დამუშავების სპეციალისტი

₾1000.0 იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

პრემიუმ ლიზინგი - საერთაშორისო ჯგუფში "4 finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით. "4 finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებ-გვერდზე:
https://pl.ge/ka

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების სატელეფონო დამუშავების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ვადაგადაცილებული პორტფელის ყოველდღიური კონტროლი;
  • კომპანიის პრობლემურ მსესხებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია, ადრეულ ეტაპზევე სატელეფონო მოლაპარაკების წარმოება ვალდებულების დაფარვის მიზნით;
  • კომპეტენციისამებრ, გადახდის ალტერნატიული გრაფიკების შეთავაზება დადგენილი პროცედურების ფარგლებში; კლიენტისთვის გადახდის გრაფიკის შედგენა;
  • დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
  • სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ფინანსურ ინსტიტუტში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
  • Microsoft Office (Excel, Word) - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

  • კომუნიკაბელურს;
  • დახვეწილი საუბრის მანერით და დარწმუნების უნარით;
  • ანალიტიკური აზროვნებით;
  • საქმის ეფექტურად განაწილების უნარით;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარით.

ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარიდან + ყოველთვიური ბონუსი