ავტომექანიკოსი-ავტოელექტრიკოსი
„თბილისის ტაქსოპარკი“ აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი ავტომექანიკოს-ავტოელექტრიკოსის პოზიციაზე, საკუთარი ავტოპარკისა და განვითარებადი ავტოსერვისის ტექნიკური მიმართულებისთვის.
ავტოპარკში მუშაობს Toyota Prius და Tesla Model 3-ის ავტომობილები. მომავალში ვაგრძელებთ ელექტრო ავტომობილების მიმართულების გაფართოებას.
ძირითადი მოვალეობები:
- ავტომობილების პერიოდული ტექნიკური შემოწმება;
- კომპიუტერული დიაგნოსტიკა და ხარვეზების აღმოჩენა;
- ელექტრო და ჰიბრიდული სისტემების დიაგნოსტიკა;
- სავალი ნაწილისა და ძირითადი მექანიკური კვანძების შემოწმება/შეკეთება;
- მცირე და საშუალო სირთულის ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
- პრობლემის მიზეზის განსაზღვრა და საჭირო სამუშაოების დაგეგმვა;
- შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა.
მოთხოვნები:
- ავტომობილების ტექნიკური მიმართულების კარგი ცოდნა;
- მექანიკური სამუშაოების შესრულების უნარი;
- კომპიუტერულ დიაგნოსტიკასთან მუშაობის უნარი სასურველია;
- ავტომობილის ელექტრო სისტემებისა და ელექტროსქემების გაგება ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ყურადღება;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა სასურველია.
დიდი უპირატესობა ექნება კანდიდატს, რომელსაც აქვს Tesla-ს, ელექტრო ან ჰიბრიდულ ავტომობილებთან მუშაობის გამოცდილება.
თუ ძლიერი ავტომექანიკოსი ან ავტოელექტრიკოსი ხარ, მაგრამ EV მიმართულებით გამოცდილება ჯერ არ გაქვს — კანდიდატურას მაინც განვიხილავთ.
რას გთავაზობთ:
- სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაოს;
- საკუთარი ავტოპარკიდან სამუშაოს მუდმივ ნაკადს;
- Tesla-სა და ჰიბრიდულ ავტომობილებზე მუშაობას;
- EV მიმართულებით პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- განვითარებად სამუშაო გარემო;
- შედეგის მიხედვით მზარდ ანაზღაურებას.
ანაზღაურება: 3000 ლარი — გარანტირებული მინიმუმი.
რეალური ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე, კვალიფიკაციასა და შედეგებზე და შეიძლება იყოს უფრო მაღალი.
ძლიერი სპეციალისტისთვის სამუშაო პირობები შეთანხმებადია.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით