ავტომექანიკოსი — PepsiCo

PepsiCo — ლოგო
PepsiCo

ავტომექანიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ავტომექანიკოსის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ავტოტრანსპორტის ტექნიკური წუნის გამოვლენა;
  • სატრანსპორტო საშუალების კომპლექსური შეკეთების განხორციელება;
  • მარშრუტებზე ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • ავტოპარკის ტერიტორიაზე პარკინგის მოწესრიგება;
  • ხელმძღვანელობის ინფორმირება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად გამართვაზე.

კანდიდატის პროფილი:

  • განათლება - საშუალო ტექნიკური;
  • პრაქტიკული გამოცდილება ა/მანქანის ტექნიკურ შეკეთება-მომსახურებაში;
  • მართვის მოწმობა - C კატეგორია;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • კომუნიკაბელური.

რას გთავაზობთ?

  • საერთაშორისო კომპანიაში გამოცდილების მიღებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • კონკურენტული ანაზღაურებისა და ბენეფიტების პაკეტი:
  • ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება;
  • სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • 50%-იანი თანადაფინანსება შერჩეულ ბენეფიტზე;
  • კეთილდღეობისა და work-life balance მხარდამჭერი პროგრამები;
  • ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, მ/ს ტექნიკური უნივერსიტეტი);
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, 20 სექტემბრამდე.