ავტომაგისტრალის სამშენებლო ობიექტზე ლაბორატორიის ტექნიკოსი
შპს " MAQRO Construction " არის MAQRO ჯგუფის მამოძრავებელი ძალა. კომპანია აშენებს ავტომაგსიტრალებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და ოფისებს, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კომპანიის ელექტრონული გვერდი http://www.maqro.ge/ კომპანია აცხადებს ვაკანსიას ავტომაგისტრალის სამშენებლო ობიექტზე ლაბორატორიის ტექნიკოსის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი - საგარეჯო ** სამუშაო საათები 08:00 -17:00 (ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათები ანაზღაურდება დამატებით) ** ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით ძირითადი მოვალეობები: ** ნიმუშების მომზადება: ბეტონის, ნაღმმტყორცნების, გრუნტის, ქვიშა-ხრეშის ნარევებისა და ასფალტის ნიმუშების დამზადება და სტანდარტების შესაბამისად დამუშავება. ** ლაბორატორიული ტესტირება: ნიმუშების გამოცდა კუმშვაზე, ღუნვასა და სხვა ფიზიკურ მაჩვენებლებზე სპეციალური დანადგარების (მაგ: პრესის) გამოყენებით. ** ხელსაწყოების მართვა: ლაბორატორიული აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი, მათი გასუფთავება და სტანდარტული მოვლა. ** დოკუმენტაციის წარმოება: ტესტირების შედეგების ზუსტი ჩაწერა და მონაცემთა ბაზაში ასახვა პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პუნქტუალობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სიზუსტე სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე სულ მცირე 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა; ** განათლება ტექნიკური ან საინჟინრო მიმართულებით (სასურველია მშენებლობის ან მასალათმცოდნეობის ფაკულტეტი) ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel) კომპანია გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას, კორპორაციული ნომერს (ულიმიტო პაკეტით)