ავტოკარის მძღოლი
დეკორატიული ავეჯის მწარმოებელი კომპანია "Georgian Products"-ი (GEOP), წარმატებით ფუნქციონირებს 2014 წლიდან და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საწარმოს საქართველოში. ორგანიზაცია სპეციალიზირებულია ცხოველებისთვის განკუთვნილი ავეჯის წარმოებაში და ახორციელებს ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე. დღევანდელი მდგომარეობით, "Georgian Products"-ი აერთიანებს დაახლოებით 450 თანამშრომელს. ორგანიზაცია ეფუძნება მაღალი ხარისხის სტანდარტებს და მუდმივად ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე. "Georgian Products"-ი (GEOP) აცხადებს ვაკანსიას ავტოკარის მძღოლის პოზიციაზე: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნადარეიშვილის ქ. N66 ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ** ანაზღაურება: 1400 ლარი ** ბენეფიტები: კვება, უფასო სამგზავრო ბარათი ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის უსაფრთხო და ეფექტური დატვირთვა და გადმოტვირთვა ავტოკარის გამოყენებით ** ტვირთის გადაადგილება საწყობის შიდა სივრცეში ოპტიმალური ლოგისტიკური პროცესების დაცვით ** საწყობში წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა ** სამუშაო პროცესში უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა და რისკების მინიმიზაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ავტოკარის მძღოლად მუშაობის გამოცდილება პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელურობა ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.