ავტო ლიზინგის - მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი- წეროვანი
"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.
"4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.
"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ავტო ლიზინგის (მომხმარებელთა მომსახურების) ოპერატორის პოზიციაზე წეროვანში.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების გაზრდის მიზნით, კომპანიის პროდუქტების შეთავაზება პოტენციური მომხმარებლებისთვის;
- დაინტერესებულ მომხმარებელთათვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
- ლიზინგის განაცხადების მომზადება შიდა სტანდარტის მიხედვით და განსახილველად შესაბამის ჯგუფთან გადაგზავნა;
- დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ლიზინგის გაცემის სრული პროცესის მართვა;
- პორტფელის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- გაყიდვების ეფექტური მეთოდების ცოდნა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- გუნდურობა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო ადგილი: სოფ. წეროვანი ("ლაიონ ტრანსის" სივრცე)
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 + ყოველთვიური ბონუსი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი:10:00 - 18:00; შაბათი: 10:00-15:00