ავტო-ასისტენტი — Autosell Georgia

Autosell Georgia

ავტო-ასისტენტი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

AutoSell Georgia აცხადებს ვაკანსიას ავტო-ასისტენტის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ენერგიულ და ორგანიზებულ ავტო-ასისტენტს, რომელიც ჩაერთვება ავტომობილებთან დაკავშირებულ ყოველდღიურ პროცესებში და დაეხმარება გუნდს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის მართვაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ავტომობილების უსაფრთხოდ გადაადგილება სხვადასხვა ლოკაციაზე;
  • ავტომობილების ფოტო/ვიდეო გადაღება;
  • კლიენტებთან კომუნიკაცია;
  • ავტომობილების სამრეცხაოში ან საჭიროების შემთხვევაში სხვა ლოკაციაზე გადაყვანა;
  • ავტომობილის გასაყიდად მომზადებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო პროცესების კოორდინაცია;
  • სხვადასხვა მიმდინარე საორგანიზაციო დავალების შესრულება.

მნიშვნელოვანია: ავტო-ასისტენტი უშუალოდ არ ასრულებს ავტომობილის რეცხვის, შეკეთების ან მოწესრიგების სამუშაოებს — მისი პასუხისმგებლობაა ავტომობილის შესაბამის ლოკაციაზე მიყვანა და პროცესის ორგანიზებაში დახმარება.

მოთხოვნები:

  • ასაკი: 23 წლიდან;
  • მართვის გამოცდილება — მინიმუმ 3 წელი;
  • ავტომობილის უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა და კლიენტებთან ურთიერთობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 11:00-20:00;
  • ფიქსირებული ანაზღაურება: 1200-1500 ₾;
  • საწვავის ხარჯის ანაზღაურება;
  • დამატებითი საბონუსე სისტემა — გაყიდული ავტომობილის საკომისიოს 10-20%;
  • მეგობრული და დინამიკური სამუშაო გარემო.