ავეჯის ზუმფარის ხელოსანი- ბათუმი — მობილია ბათუმი

მობილია ბათუმი — ლოგო
მობილია ბათუმი

ავეჯის ზუმფარის ხელოსანი- ბათუმი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "მობილია ბათუმი" — ავეჯის საწარმო, რომელიც სპეციალიზებულია ხარისხიანი და ინოვაციური ავეჯის წარმოებაში, აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ზუმფარის ხელოსნის პოზიციაზე.

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს.

ადგილმდებარეობა: ბათუმი ჭოროხის ქ.17

ანაზღაურება: 2000 ლარი (გადასახადების გარეშე)

სამუშაო გრაფიკი: სრული (Full-time)

მოვალეობები:

  • ავეჯის დეტალების ზედაპირის ხარისხიანი დამუშავება ზუმფარით (როგორც ხელით, ასევე შესაბამისი ხელსაწყოებით).
  • ზედაპირის მომზადება შეღებვისთვის ან ლაქირებისთვის.
  • დეფექტების გამოვლენა და გასწორება.
  • სამუშაო ადგილის მოწესრიგება და ინსტრუმენტების მოვლა.
  • ხარისხის სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ენერგიულობა და ფიზიკური გამძლეობა — სამუშაო მოითხოვს აქტიურ მოძრაობას;
  • დისციპლინა და პუნქტუალურობა;
  • სწრაფად სწავლისა და მითითებების ზუსტად შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის პრინციპების პატივისცემა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.
  • მეგობრული სამუშაო გარემო.
  • კვებით უზრუნველყოფა
  • ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა