ავეჯის მღებავი
ავეჯის საწარმო Litten Tree აცხადებს ვაკანსიას ავეჯის მღებავის პოზიციაზე.
ვეძებთ გამოცდილ სპეციალისტს, რომელსაც აქვს ავეჯის დეტალების ზედაპირის მომზადების, შეღებვისა და საბოლოო დამუშავების პრაქტიკული გამოცდილება.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ჭყონდიდელის ქ. №87
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი–პარასკევი
ძირითადი მოვალეობები:
- ავეჯის დეტალებისა და ზედაპირების მომზადება შეღებვისთვის;
- ავეჯის დეტალების შეღებვა შესაბამისი ტექნოლოგიის დაცვით;
- შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
- სამუშაო ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების სწორად გამოყენება და მოვლა;
- სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების, სისუფთავისა და ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია ავეჯის შეღებვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- ავეჯის ზედაპირების დამუშავებისა და შეღებვის პროცესების ცოდნა;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება საქმის მიმართ;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაოს ავეჯის თანამედროვე საწარმოში;
- გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას;
- პროფესიონალურ სამუშაო გარემოსა და შესაბამის ტექნიკურ რესურსებს;
- პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების გაღრმავების შესაძლებლობას.