ავეჯის კონსტრუქტორი
თუ გაქვს შეკვეთით დამზადებული კორპუსული ავეჯის კონსტრუირების გამოცდილება, ხართ პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული, შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
"DRstudio" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის კონსტრუქტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტზე გასვლა და ზუსტი აზომვითი სამუშაოების შესრულება.
- ინდივიდუალური ავეჯის კონსტრუქციული და ტექნიკური ნახაზების მომზადება.
- მასალების, დეტალებისა და ტექნიკური ნახაზების მომზადება.
- მასალების, დეტალებისა და ფურნიტურის სპეციფიკაციის მომზადება.
- შეკვეთის დოკუმენტაციის მომზადება და დასაჭრელად შესაბამის კომპანიაში გადაგზავნა.
- დიზაინერთან, საწარმოო გუნდთან და მონტაჟის ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობა.
- საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური საკითხების ოპერატიული გადაწყვეტა.
მოთხოვნები:
- ავეჯის კონსტრუქტორად მუშაობის გამოცდილება.
- AutoCAD-ის სრულყოფილი ცოდნა.
- ტექნიკური ნახაზების მომზადების გამოცდილება.
- შეკვეთით დამზადებული კორპუსული ავეჯის კონსტრუირების გამოცდილება.
- ავეჯის მასალების და ფურნიტურის კარგი ცოდნა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ანაზღაურება: ანაზღაურება ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით (კვადრატულობით)
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.
- თანამედროვე და კომფორტულ გარემოს.
- საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას.
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: აუთსორსი