ავეჯის ხელოსანი, მემონტაჟე — არტლაინი

არტლაინი — ლოგო
არტლაინი

ავეჯის ხელოსანი, მემონტაჟე

₾3900 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ეძებ სტაბილურ სამსახურს ქართულ ავეჯის საწარმოში?

თუ ხარ პასუხისმგებლიანი, ტექნიკური უნარებით და მონტაჟში გამოცდილი — ჩვენთან შენთვის ადგილი ნამდვილად არის!

ArtLine — კომპანია, რომელიც 7 წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს ავეჯის ინდუსტრიაში, ეძებს ავეჯის ამწყობ-მემონტაჟეს, რომელიც ჩვენი პროდუქციის დამკვეთთან მიტანასა და პროფესიულ მონტაჟს უზრუნველყოფს.

ვის ვეძებთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანი ხარ, თუ:

  • გაქვს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ავეჯის აწყობასა და მონტაჟში;
  • ფლობ B კატეგორიის მართვის მოწმობას და შეგიძლია მძღოლობა;
  • ხარ ორგანიზებული, პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი;
  • შეძლებ დამკვეთთან კორექტულ და შედეგზე ორიენტირებულ კომუნიკაციას;
  • ხარ მზად პროფესიული ზრდისთვის და სიახლეების სწავლა მოგწონს.

შენი მთავარი ამოცანები იქნება:

  • დამზადებული ავეჯის მიტანა დანიშნულ მისამართზე;
  • პროფესიული მონტაჟი ადგილზე;
  • კომუნიკაცია დამკვეთთან მონტაჟის პროცესში და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • სტაბილური ანაზღაურება: საშუალოდ 2700–3900 ლარამდე (გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით);
  • განვითარებაზე ორიენტირებული გარემო და გამოცდილ ტექნიკოსებთან მუშაობის შანსი;
  • თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მანქანა-დანადგარები;
  • მეგობრული და პროფესიონალი გუნდი.

თუ გსურს სამუშაო, სადაც დაგაფასებენ და განვითარდები — მოგვწერე!