ავეჯის ხელოსანი — FLEXMEDIA

FLEXMEDIA — ლოგო
FLEXMEDIA

ავეჯის ხელოსანი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სარეკლამო კომპანია "FLEXMEDIA" 2012 წლიდან ოპერირებს ქართულ სარეკლამო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სარეკლამო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: სტუდიური დეკორაციები; ფართოფორმატიანი ბეჭდვა; გარე რეკლამა; ლაზერით გრავირება; სტიკერი;

სარეკლამო კომპანია "FLEXMEDIA" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ხელოსნის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 1/43 (დელისის მეტროსთან)

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუდიური დეკორაციების აწყობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დამატებითი პროფესიული დავალებების შესრულება;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება (უმჯობესია სარეკლამო მიმართულება);
  • საშუალო განათლება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
  • პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

პირობები:

  • კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელთა კვებას;
  • კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!