აუზის მომსახურების სპეციალისტი
კომპანია "ჯი ელ ეს ტექნო" აცხადებს ვაკანსიას უზის მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.
აუცილებელია მართვის მოწმობა
მოვალეობები:
- ზოგადი ვალდებულებები
- აუზის წყლის იდეალურ გამჭვირვალე მდგომარეობის უზრუნველყოფა
- ობიექტზე ყოველ კვირეული გეგმიური გრაფიკის დაცვა
- მცირე რემონტი
- აუზში წყლის დონის კონტროლი
- წყლის მიმდინარე ტემპერატურის კონტროლი
- საჭირო ქიმიკატების მარაგების კონტროლი
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალების შესრულება
- წინასწარ მომზადებული სპეციალური ფორმის(აღრიცხვის ფურცლების) წარმოება, რომელშიც უნდა ეწეროს:
- აუზის მისამართი.
- მეპატრონის და ნდობით აღჭურვილი პირის სახელი და გვარი
- აუზის ზომა
- ვიზიტის თარიღი
- მიტანილი ქიმიური ნივთიერების ან აქსესუარების რაოდენობა.
- აუზის მეპატრონის ან ნდობით აღჭურვილი პირის ხელმოწერა ყოველი ვიზიტისას.
- პროცედურების დასრულების შემდეგ, რეგულარულად აღრიცხვის ფურცლების ფოტოების უშუალო ხელმძღვანელთან და აუზის მეპატრონესთან გადაგზავნა.
- ობიექტზე მიტანილი ქიმიური საშუალებების და სხვა აქსესუარების დასურათება და გადაგზავნა როგორც უშუალო ხელმძღვანელთან, ასევე აუზის მეპატრონესთან
- ნებისმიერი პრობლემატური საკითხის და დასურათება ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება.
მომსახურების დაწყებამდე აუზის მდგომარეობის შეფასება;
1. ელექტრო კარადის/ების მუშა მდგომარეობის შემოწმება.
2. ფილტრაციის სისტემისა და გაყვანილობის შემოწმება;
გადამოწმდეს ყველა ვენტილი
შეერთებების სიმყარე
საცირკულაციო ტუმბოს პრეფილტრი
საცირკულაციო ტუმბოს ბრუნვისას არასასურველი ხმაური
6 სვლიანი ვენტილის მუშა მდგომარეობა
2 ან 3 სავლიანი ურდულების მუშა მდგომარეობა
ულტრაიისფერი სტერილიზატორის ნათურის მუშა მდგომარეობა
3. გეგმიური ვიზიტისას ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი და თანმიმდევრობა
- მეპატრონესთან შეთანხმებულ დროს ყოველკვირეული რეგულარული ვიზიტი
- სკიმერების გასუფთავება
- ტუმბოს პრეფილტრის გასუფთავება.
- ფილტრის გარეცხვა უკურეცხვის მეთოდით
- აუზის იატაკისა და კედლების დასუფთავება. მტვერსასრუტით
- ფილტრის კიდევ ერთხელ გარეცხვა უკურეცხვის მეთოდით
- ქვიშის ფილტრზე არსებული მანომეტრის მაჩვენებლის გადამოწმება
- წყლის მიმდინარე ტემპერატურის შემოწმება
- ელ. კარადის კარის დახურვა
- წლის დამატება აუზში
- საჭირო ქიმიკატების მარაგების გადამოწმება
- მფრქვევანებიდან გამოსული წყლის ნაკადების მიმართულების დარეგულირება
4. წყლის ხარისხის კონტროლი და მისი ქიმიური საშუალებებით დამუშავება.
- წყლის ქიმიური მდგომარეობის შეფასება ტესტერის მეშვეობით.
- აუზის ქიმიურად დამუშავება. (აუზის ზომიდან და წყლის მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო ქიმიკატების ხსნარების დამატება).
5. ზამთრის სეზონისთვის აუზის მომზადება/დაკონსერვება:
- აუზის დაცლა.
- ტუმბოდან წყლის გამოშვება და ტუმბოს შენახვა მეპატრონეს მიერ გამოყოფილ ადგილზე.
- ფილტრიდან წყლის გამოშვება.
- ყველა სარქველის გახსნა.
- არსებული კვანძების (ჯიბეების) ჩახსნა.
- ელ. კარადის კარის გადამოწმება(დახურულია?)
- სერვისის თანამშრომელის მიზეზით, წყლის ხარისხის გაუარესების შემთხვევაში, გამოსწორებისთვის საჭირო დამატებითი ვიზიტები და აუცილებელი ქიმიკატებისთვის გაწეული და სხვა ხარჯები კომპანიის მიერ არ ანაზღაურდება