აუდიტორის ასისტენტი — PKF Georgia

PKF Georgia — ლოგო
PKF Georgia

აუდიტორის ასისტენტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PKF Georgia აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის ასისტენტის პოზიციაზე.

დამატებითი ინფორმაცია:

  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
  • სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
  • სამუშაო საათები: 10:00-18:30
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, იაკობ ნიკოლაძის #3

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება აუდიტის, ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით (ასევე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები);
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე - წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის;
  • ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან აუდიტის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ძირითადი საბაზისო ცოდნა;
  • ACCA-ს პროფესიული კვალიფიკაციის მიმართულებით სწავლება ან შესაბამისი გამოცდების ჩაბარება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • პროფესიული განვითარების მოტივაცია;
  • პროაქტიულობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

აუდიტის ჩატარებისას აუდიტორის მიერ ჩასატარებელ პროცედურებში მონაწილეობა. კერძოდ:

  • აუდიტის პროექტების ფარგლებში დაგეგმილი აუდიტორული პროცედურების შესრულება;
  • კლიენტი კომპანიის საქმიანობის, ძირითადი ბიზნეს პროცესებისა და შიდა კონტროლის სისტემის შესწავლასა და ტესტირებაში მონაწილეობა;
  • ფინანსური ანგარიშგების ცალკეული მუხლების აუდიტში მონაწილეობა და შესაბამისი აუდიტორული პროცედურების შესრულება;
  • აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმება;
  • წინა პერიოდის აუდიტის შედეგებისა და სამუშაო დოკუმენტაციის მიმოხილვა;
  • ინვენტარიზაციის პროცესზე დაკვირვება და შერჩევითი გადათვლების განხორციელება;
  • აუდიტის სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება და სისტემატიზაცია;
  • აუდიტის პროცესში გამოვლენილი საკითხების განხილვა აუდიტის გუნდის წევრებთან;
  • აუდიტის პროექტებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

რას გთავაზობთ:

  • პროფესიულ, მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • გამოცდილი აუდიტორებისგან პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და მენტორობის შესაძლებლობას;
  • სხვადასხვა სფეროში მოქმედ კომპანიებთან და მრავალფეროვან აუდიტორულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • კარიერული წინსვლის გამჭვირვალე და მკაფიო სისტემას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და პროფესიულ სწავლებებს;
  • პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და შესაბამისი სწავლის დაფინანსებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.