ასისტენტი მარკეტინგის გუნდში
საერთაშორისო ჰოლდინგი "სისნო გრუფ" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის გუნდში ასისტენტის პოზიციაზე.
ვინაიდან გვსურს, ჩვენი სერვისის და შეთავაზებების შესახებ, სოციალური ქსელების საშუალებით, უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს, ვაცხადებთ ვაკანსიას მარკეტინგის გუნდში ასისტენტის პოზიციაზე:
თუ გამართულად მეტყველებთ ქართულად და შეგიძლიათ კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე (რუსული ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად), თუ კამერასთან მუშაობის სურვილი გაქვთ და თვლით, რომ კომპანიის და სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონების პრეზენტაციას პოზიტიური მანერით შეძლებთ და ხართ პუნქტუალური, ჩვენი გუნდის კარი თქვენთვის ღია.
სამუშაოს შესრულების ადგილი და გრაფიკი:
- ქ. თბილისი
- მოქნილი გრაფიკით (თქვენი ყოფნა საჭირო იქნება უშუალოდ ვიდეოს ჩაწერისას).
ფუნქცია-მოვალეობები:
- მონაწილეობა მარკეტინგულ კამპანიებში;
- კომპანიის სხვადასხვა სერვისის და უძრავი ქონების წარდგენა კამერის წინ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართულის ენის სრულყოფილად და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (რუსული ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
- ეფექტური კომუნიკაციის და გამართული მეტყველების უნარი;
- გამოცდილება სავალდებულო არ არის, მთავარია თქვენი მოტივაცია;
კომპანია გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- წინსვლის შესაძლებლობას;
ფინანსური პირობები: ანაზღაურება მოხდება შეთანხმებით, ვიდეოების რაოდენობის შესაბამისად.