ასისტენტი მარკეტინგის გუნდში — დეკორატორ.ჯი

დეკორატორ.ჯი — ლოგო
დეკორატორ.ჯი

ასისტენტი მარკეტინგის გუნდში

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

დეკორატორ.ჯი - კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ინტერიერის დიზაინს და სრულ სარემონტო მომსახურებას სთავაზობს, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის გუნდში ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაოს შესრულების ადგილი და გრაფიკი:

  • ქ. თბილისი, ჟ. შარტავას 40
  • სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მონაწილეობა მარკეტინგულ კამპანიებში;
  • კომპანიის სხვადასხვა სერვისის წარდგენა კამერის წინ;
  • სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ დამკვეთებთან, კომპანიის სერვისის წარდგენა და შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართულის ენის სრულყოფილად და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (რუსული ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • ეფექტური კომუნიკაციის და გამართული მეტყველების უნარი;
  • გამოცდილება სავალდებულო არ არის, მთავარია თქვენი მოტივაცია;

ფინანსური პირობები: 1300-1500 ხელზე ასაღები ფიქსირებული ანაზღაურება და +ბონუსი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ