ტექნიკოსი — საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტი

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტი

ტექნიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი" / პროექტი: "ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** საბაგიროზე არსებული დანადგარების და მოძრავი შემადგენლობის ყოველდღიური შემოწმება;
** საბაგიროს შემადგენელი დეტალების და დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვება;
** საბაგირო გზის გეგმიური ტექნიკური მომსახურება;
** ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში ხარვეზის იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრა;
** სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების რაციონალური გამოყენება, ნაშთების კონტროლის პროცესებში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება;
** ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (დანადგარების ექსპლუატაცია, სერვისი და ინსტალაცია);
** ქართული ენის ცოდნა; უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნას;
** სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.