ანაზღაურებადი სტაჟირება მარკეტინგის მიმართულებით
მაღალტექნოლოგიური კომპანია "ეს-ეფ-ბი" გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას მარკეტინგის მიმართულებით, სადაც მიიღებ შესაძლებლობას ისწავლო მარკეტინგის სრული ციკლი და პრაქტიკაში იმუშაო B2B სეგმენტზე.
სტაჟირების პროგრამა გათვლილია იმ ადამიანებზე, ვისაც სურს გაიგოს, როგორ მუშაობს მარკეტინგი რეალურ ბიზნესში — როგორც კომუნიკაციის, ასევე სტრატეგიის დონეზე.
რას ისწავლი
სტაჟირების განმავლობაში ეტაპობრივად გაეცნობი და პრაქტიკაში გამოიყენებ მარკეტინგის სრულ ციკლს:
- ბაზრისა და კონკურენტების კვლევა
- მომხმარებელთა სეგმენტაცია
- პროდუქტის/სერვისის პოზიციონირება
- ფასის განსაზღვრის პრინციპები
- კომუნიკაცია და პრომოცია
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა B2B მარკეტინგს, სადაც ისწავლი:
- როგორ ხდება ბიზნესკლიენტების იდენტიფიცირება
- როგორ მუშაობს მარკეტინგი გაყიდვებთან ერთად
- როგორ იქმნება ღირებულება კომპანიებისთვის და ინდივიდუალური მომხმარებლისთვის
რა გამოცდილებას მიიღებ
სტაჟირების პროცესში ჩაერთვები რეალურ სამუშაო პროცესში და იმუშავებ პრაქტიკულ ამოცანებზე:
- მარკეტინგული კვლევები და ანალიტიკა
- სეგმენტაციისა და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა
- მარკეტინგული აქტივობებისა და კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება
- კონტენტის შექმნა და სოციალური მედიის არხების მართვა
- შიდა გუნდებთან (გაყიდვები, ოპერაციები) კომუნიკაცია
- ეს გამოცდილება დაგეხმარება დაინახო, როგორ ერთიანდება სხვადასხვა კომპონენტი ერთ სისტემად — მარკეტინგად.
ვის ვეძებთ
- სტუდენტს ან კურსდამთავრებულს
- ადამიანს, რომელსაც აინტერესებს მარკეტინგი და ბიზნეს პროცესები
- აქვს ანალიტიკური აზროვნება და ლოგიკური მსჯელობის უნარი
- არის დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული
- აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და განვითარების სურვილი
სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის — მნიშვნელოვანია სწავლის სურვილი და ჩართულობა.
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი
ანაზღაურება: 700-1500
დამატებითი ინფორმაცია
- ხანგრძლივობა: შეთანხმებით (საშუალოდ 3 თვე, გაგრძელების შესაძლებლობით 6 თვემდე)
- ლოკაცია: თბილისი