ანაზღაურებადი სტაჟირება - IT Support სპეციალისტი
ITCraft - არის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია IT მიმართულებით, რომელიც მოთხოვნის შესაბამისად სრულ მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესებს.
ვეძებთ კადრს, რომელიც ორიენტირებული იქნება განვითარებაზე IT სფეროში - ანაზღაურებადი სტაჟირება IT Craft- ში IT Support სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
- კომპიუტერების ტექნიკური გაუმართაობის დადგენა/დიაგნოსტიკა, აღმოფხვრა;
- სხვადასხვა ქსელური მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- სკანერების და საბეჭდი სისტემების მხარდაჭერა;
- უკაბელო წვდომის წერტილების კონფიგურაცია, მონტაჟი;
- ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება.
- კონსულტაცია ტელეფონის საშუალებით და დისტანციური წვდომის პროგრამების მეშვეობით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საბაზისო ცოდნა IT სფეროში
- ინგლისური ენის ცოდნა.
- სასურველია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00- მდე, შაბათი მოკლე სამუშაო დღე მორიგეობით 15:00 მდე, კვირა დასვენება.
ხელფასი განპირობებულია ცოდნასა და გამოცდილების მიხედვით. სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ გექნებათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.