ანაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერიის მიმართულებით
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტერიის მიმართულებით
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-მდე ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- Fitpas
- მზარდი ანაზღაურება
- უწყვეტი პროფესიონალური ტრენინგები
- ჰიბრიდული სამუშაო განაკვეთი
- პიროვნული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
- მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული
- ახლო სამუშაო კონტაქტი კლიენტებთან და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კარიერის ადრეული პერიოდიდან
- მხარდაჭერა, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია
- ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას
ძირითადი მოვალეობები:
- საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა
- ბუღალტრული გატარების (ხარჯების, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) ასახვა პროგრამაში
- საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი
- საჭიროების შემთხვევაში საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი დავალებების შესრულება
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
- სავალდებულოა ბუღალტრული აღრიცხვის საფუძლების ცოდნა
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცონდა B1-B2 დონეზე
- სასურველია კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook)
- სასურველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი
- კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
- ყურადღება დეტალების მიმართ
- კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი