ანაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში
საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია Ecovis Georgia აცხადებს ვაკანსიას - ანაზღაურებადი სტაჟირება (დასაქმების პერსპექტივით) ბუღალტერიის დეპარტამენტში.
მოთხოვნები:- განათლება: ტექნიკური - განიხილება მე-4 კურსის სტუდენტებიც.
- სასურველია გავლილი ჰქონდეს ACCA-ს მინიმუმ 1 წიგნი.
- სასურველია ინგლისური B2 დონეზე ცოდნა.
- სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა.
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება.
- გუნდში მუშაობის უნარი.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- სტაჟირების პერიოდი: 6 თვე.
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქუჩა N5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი).
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- ტესტირება: ხანგრძლივობა: 20-30 წუთი.
- გასაუბრება - ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.
დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან და წამახალისებელ სახელფასო განაკვეთს.
- კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას.
- თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმაოთ თქვენი ცოდნა.
- პროფესიული სწავლების დაფინანსებას.
- სამედიცინო დაზღვევას.
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.