ანაზღაურებადი სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში — PKF Georgia

PKF Georgia — ლოგო
PKF Georgia

ანაზღაურებადი სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "PKF Georgia" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აუდიტის დეპარტამენტში, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
  • სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
  • სამუშაო საათები: 10:00-18:30
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, იაკონ ნიკოლაძის #3

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საბაზისო განათლება აუდიტის, ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები);
  • ინგლისური ენა: B2 დონე (სასაუბრო და წერითი კომუნიკაცია);
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (პრიორიტეტი არის Excel-ის ცოდნა);

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • პროფესიული განვითარების მოტივაცია;
  • პროაქტიულობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

აუდიტის ჩატარებისას აუდიტორის მიერ ჩასატარებელ პროცედურებში მონაწილეობის მიღება. კერძოდ:

  • აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტის პროცესსა და დაგეგმილი აუდიტორული პროცედურების შესრულებაში მონაწილეობა;
  • კლიენტი კომპანიის საქმიანობის, ძირითადი ბიზნეს პროცესებისა და შიდა კონტროლის პროცედურების შესწავლასა და ტესტირებაში მონაწილეობა;
  • ფინანსური ანგარიშგების ცალკეული მუხლების აუდიტში მონაწილეობა;
  • აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვებასა და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებაში მონაწილეობა;
  • ინვენტარიზაციის პროცესზე დაკვირვებასა და შერჩევით გადათვლებში მონაწილეობა;
  • აუდიტის სამუშაო დოკუმენტაციის მომზადებასა და სისტემატიზაციაში მონაწილეობა;
  • წინა პერიოდის აუდიტის შედეგებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიმოხილვაში მონაწილეობა;
  • აუდიტის პროექტებთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება;
  • კომპანიის მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტრენინგებსა და სწავლებებში მონაწილეობა.

რას გთავაზობთ:

  • ანაზღაურებად სტაჟირებას შემდგომი დასაქმებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივით;
  • პროფესიულ, მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • გამოცდილი აუდიტორებისგან პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და მენტორობის შესაძლებლობას;
  • სხვადასხვა სფეროში მოქმედ კომპანიებთან და მრავალფეროვან აუდიტორულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • სამუშაო გრაფიკისა და უნივერსიტეტის სასწავლო განრიგის შეთავსების შესაძლებლობას;
  • კარიერული წინსვლის გამჭვირვალე და მკაფიო სისტემას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და პროფესიულ სწავლებებს;
  • პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და შესაბამისი სწავლების დაფინანსებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება შპს ფი ქეი ეფ ჯორჯია (ს/კ: 205198212) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა;