ანალიტიკოსი
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს საინვესტიციო პროექტების ანალიზისა და შეფასების სამმართველოს ანალიტიკოსის ვაკანსიაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საინვესტიციო შესაძლებლობების პირველადი კვლევა, ბაზრის ანალიზი და მოძიებული ინფორმაციის სისტემატიზაცია სამმართველოს უფროსისთვის წარსადგენად.
- კორპორაციის სტრატეგიასა და მიზნებთან განსახილველი საინვესტიციო პროექტების შესაბამისობის შეფასებაში მონაწილეობა.
- საინვესტიციო პროექტების ფინანსური მოდელირება.
- საინვესტიციო გადაწყვეტილებების მხარდასაჭერი ანალიტიკური ანგარიშების, პრეზენტაციებისა და სამუშაო დოკუმენტების მომზადება.
- საინვესტიციო ტრანზაქციების განხორციელების პროცესში საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების შესრულების მხარდაჭერა.
- საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობის პერიოდული ანგარიშების მომზადება და მონაცემთა სიზუსტის უზრუნველყოფა.
- საინვესტიციო საქმიანობის ოპერაციული და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა სამმართველოს უფროსის დავალებით.
- ინდუსტრიის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მაკროეკონომიკური ფაქტორების მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი ანალიტიკური შეფასების მომზადება.
განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, მათემატიკის ან სხვა რელევანტური მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინვესტიციების ანალიზის, კორპორაციული ფინანსების ან ფინანსური მოდელირების მიმართულებით;
- ფინანსურ მოდელებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინვესტიციების შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა;
- ანალიტიკური ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება;
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 ივლისი;