ახალ აბონენტებთან ურთიერთობის სამსახურის ოპერატორი — თბილისი ენერჯი

თბილისი ენერჯი

ახალ აბონენტებთან ურთიერთობის სამსახურის ოპერატორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ახალ აბონენტებთან ურთიერთობის სამსახურის ოპერატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო, სპეციალური ან /და უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უმაღლესი განათლების არქონის შემთხვევაში);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;

დამატებითი მოთხოვნები:

** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და მოემსახუროს მომსახურების სივრცეებში ვიზიტორებს, რომელთაც სურთ ისარგებლონ შპს "თბილისი ენერჯის" სერვისებით;
** ვიზიტორთა მომსახურება განახორციელოს ეთიკის ნორმებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვით;
** მომსახურების გაწევისას დაიცვას კომპანიის იმიჯი და საქმიანი რეპუტაცია;
** მიიღოს და დადგენილი წესით დაარეგისტრიროს მოქალაქეთა განცხადებები და წერილები;
** მოემსახუროს მოქალაქეებს დადგენილი წესის შესაბამისად, სატელეფონო და მომართვის სხვა არხებით, საჭიროებისამებრ;
** დადგენილი წესით განახორციელოს მოქალაქეთა საინფორმაციო უზრუნველყოფა, მათი განაცხადის/განცხადების, წერილებისა და მომართვების მიმდინარეობასთან დაკავშირებით;
** კომპანიის შიდა სამართლებრივი აქტებით დამტკიცებული სტანდარტული ხელშეკრულებების გაფორმება და შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში ან მონაცემთა ბაზაში ასახვა;
** კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებელთა პირადი ბარათების ანალიზი;
** განიხილოს მოქალაქეების მიერ წამოჭრილი სადავო საკითხები, ჰქონდეს მათზე კანონმდებლობით დადგენილი რეაგირება და მოახდინოს უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს მოქალაქეებთან უკუკავშირი კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით;
** საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის დავალებით, განახორციელოს კომპანიის მიერ გაწეული სერვისების მოქმედ კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
** სამსახურის უფროსის მყისიერი ინფორმირება იმ გარემოების შესახებ, რომელიც აფერხებს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ან/და მიღებული დავალებების ჯეროვნად შესრულებას, აგრეთვე საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან კომპანიის ქონებას;
** სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი სამსახურებრივი დარღვევის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** საჭიროების შემთხვევაში სტაჟირების პროცესის კურირება, მიმაგრებული სტაჟიორის ზარებისა და გაცემული პასუხების მონიტორინგი;
** სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** კურატორი დირექტორის, დეპარტამენტის უფროსის და/ან სამსახურის უფროსის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება;

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შპს "თბილისი ენერჯის" მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები
ანაზღაურება: კონკურენტული

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ