აკადემიური მენეჯერი — ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

აკადემიური მენეჯერი

₾1470 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას აკადემიური მენეჯერის სრულგანაკვეთიან პოზიციაზე ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ლიბერალური განათლების სკოლაში (ფაკულტეტზე).

ქართული ამერიკული უნივერსიტეტის მისიაა მოწინავე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-პრაქტიკულ მოდელებზე ბაზირებული განათლების მიცემა, კვლევის წარმოება და ინოვაციური საქმიანობა. თანაბარი შესაძლებლობების მიცემის საფუძველზე - ცოდნის, უნარებისა და საყოველთაო ღირებულებების განმტკიცებითა და სოციალური პასუხისმგებლობის აღიარებით, საზოგადოების განვითარებისა და ქვეყნის გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ცოდნის შექმნისა, დაგროვებისა და გაზიარების გზით.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, მერაბ ალექსიძის 10;
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათამდე (1 საათი შესვენება);
** ანაზღაურება: 1470 ლარი (ხელზე).

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუდენტთა პირადი ფაილების შექმნა, განახლება, ხელშეკრულებების გაფორმება;
** სტუდენტთა მონაცემთა ელ. ბაზის შევსება, კონტროლი, განახლება;
** განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტუდენტთა ელ. ბაზის შევსება/განახლება;
** სტუდენტთა აკადემიური მოსწრების ელ.ბაზის განახლება/შევსება;
** სასწავლო პროცესის ცხრილის შედგენა/მონიტორინგი;
** საგამოცდო პროცესების მიმდინარეობის კონტროლი;
** ნიშნის ფურცლების შევსება (სემესტრული და კუმილაციური);
** სტუდენტსა და დეკანს შორის ურთიერთობების რეგულირება;
** სტუდენტთა, მშობელთა და ლექტორთა ინფორმირება უნივერსიტეტის სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების, სიახლეების, ცვლილებების და ა.შ. შესახებ;
** ლექტორთა სატაბელო უწყისების მონიტორინგი;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ზედამხედველობა;
** პერიოდული (ან მოთხოვნისამებრ) ანგარიშგებების უზრუნველყოფა;
** სტატისტიკის დეპარტამენტთან სტუდენტთა ბაზასთან დაკავშირებით ურთიერთობა;
** სხვა უნივერსიტეტიდან მობილობის წესით გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა დოკუმენტების ადმინისტრირება (დოკუმენტაციის შეგროვება, თავსებადობის გაკეთება, ტესტირების უზრუნველყოფა);
** სასწავლო პროცესის (მეცადინეობების) მსვლელობის ზედამხედველობა და სილაბუსებთან შესატყვისობის შეფასება;
** სკოლების აკადემიური პროცესის მართვის მენეჯერებთან საქმიანობის კოორდინაცია;
** სტუდენტთა დოკუმენტების (ბრძანებების, კურსდამთავრებულთა საკვალიფიკაციო ოქმების, სტუდენტთა ხელშეკრულების სარეგისტრაციო ჟურნალის, სტუდენტთა დეკანის სახელზე შემოსული განცხადებების ელ ჟურნალში რეგისტრაცია);
** ყოველთვიური ანგარიშგება ფინანსურ სამსახურთან ლექტორთა ხელფასებთან დაკავშირებით;
** სტუდენტებისათვის ინვოისების გამოწერა, კონტროლი და პერიოდული ანგარიშგება ფინანსურ სამსახურთან;
** კურსდამთავრებულთა ნიშნის ფურცლის მომზადება დანართის ფორმისათვის;
** დიპლომის დანართის შევსება, წარმოება რეგისტრაცია;
** სილაბუსების კონტროლი და მონიტორინგი;
** დიპლომების რეგისტრაცია, გაცემა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;

შერჩევის ეტაპები:

** ტესტირება ინგლისურ ენაში;
** გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს).

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ