AI სპეციალისტი — Real Palace Development

Real Palace Development — ლოგო
Real Palace Development

AI სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Real Palace Development" სამშენებლო სფეროში 2011 წლიდან მოღვაწე უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 12-ზე მეტი განხორციელებული პროექტი აქვს.

"Real Palace" აცხადებს ვაკანსიას AI სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები

  • AI ინსტრუმენტების გამოყენებით მაღალი ხარისხის ფოტორეალისტური რენდერებისა და ვიდეოების შექმნა არქიტექტურული ნახაზების, 3D მოდელებისა და ტექნიკური დავალებების საფუძველზე;
  • არქიტექტურული პროექტების ექსტერიერისა და ინტერიერის ვიზუალიზაციების მომზადება;
  • არსებული არქიტექტურული კონცეფციის, მასშტაბის, მასალების, განათებისა და სივრცის ზუსტად გადმოტანა ვიზუალურ მასალაში;
  • AI ინსტრუმენტების გამოყენებით ვიდეო რენდერების, ანიმაციებისა და მოკლე ვიდეოკონტენტის შექმნა;
  • არქიტექტურული პროექტებისთვის სოციალური მედიის შესაბამისი ვიზუალური და ვიდეო კონტენტის შექმნა;
  • Instagram, Facebook და სხვა ციფრული არხებისთვის კრეატიული ვიზუალების, ბანერების, ვიდეოების, პოსტებისა და სარეკლამო მასალების მომზადება;
  • არსებული ვიზუალების AI ინსტრუმენტების საშუალებით დამუშავება, გაუმჯობესება და კრეატიულად განვითარება;
  • ახალი პროექტებისთვის სხვადასხვა ვიზუალური კონცეფციისა და კრეატიული მიმართულების შემუშავება;
  • მარკეტინგისა და არქიტექტურის გუნდებთან თანამშრომლობა;
  • თანამედროვე AI ინსტრუმენტებისა და ვიზუალიზაციის ტექნოლოგიების მუდმივი შესწავლა და სამუშაო პროცესში მათი ეფექტურად გამოყენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • AI ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • მაღალი ხარისხის ფოტორეალისტური არქიტექტურული რენდერების შექმნის უნარი;
  • AI ვიდეო ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • Photoshop-ის, Illustrator-ის ან მსგავსი დიზაინის პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სოციალური მედიისთვის ვიზუალური კონტენტის შექმნის გამოცდილება;
  • ფერის, განათების, კომპოზიციისა და ვიზუალური სტილის კარგი შეგრძნება;
  • არქიტექტურული პროექტის მარკეტინგულად მიმზიდველ ვიზუალურ კონტენტად გარდაქმნის უნარი.

AI ინსტრუმენტები

კანდიდატს სასურველია ჰქონდეს გამოცდილება თანამედროვე AI პლატფორმებთან, როგორიცაა Higgsfield AI; Midjourney ; Flux; Adobe Firefly, ChatGPT, Runway, Kling AI, Luma AI; Blender და სხვა მსგავსი ინსტრუმენტები, ასევე AI-ის ინტეგრირება 3D და არქიტექტურული ვიზუალიზაციის პროცესში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული პლატფორმების ცოდნა, არამედ AI ინსტრუმენტების პროფესიონალურად გამოყენების უნარი — არქიტექტურული იდეის მაღალი ხარისხის, ფოტორეალისტურ და მარკეტინგულად ეფექტურ ვიზუალურ და ვიდეოკონტენტად გარდაქმნა.