AI პროდუქტებისა და ინოვაციების სპეციალისტი — Premium Leasing

Premium Leasing — ლოგო
Premium Leasing

AI პროდუქტებისა და ინოვაციების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას AI პროდუქტებისა და ინოვაციების სპეციალისტის პოზიციაზე

ვეძებთ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად იკვლევს AI-ის სამყაროს, ცდის ახალ ინსტრუმენტებსა და მოდელებს, ადარებს მათ შესაძლებლობებს, პოულობს ახალ შესაძლებლობებს და საინტერესო იდეებს რეალურ პროდუქტებად და ბიზნესგადაწყვეტილებებად გარდაქმნის. AI-ის გამოყენებით ქმნის ახალ ციფრულ პროდუქტებს, სერვისებსა და საინტერესო ბიზნეს გადაწყვეტილებებს.

ძირითადი მოვალეობები:

  • იდეების გენერირება ახალი AI პროდუქტებისა და სერვისებისთვის;
  • თანამედროვე AI ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიების შეფასება და გამოკვლება;
  • ChatGPT-ის, Claude-ის, Gemini-ის, Grok-ის, DeepSeek-ის, Perplexity-ისა და სხვა AI სისტემების გამოყენებით მუშაობა;
  • სხვადასხვა AI მოდელის შერჩევა კონკრეტული ამოცანებისთვის;
  • ახალი AI პროდუქტებისა და სერვისების კონცეფციების შექმნა;
  • AI-ზე დაფუძნებულ ავტომატიზაციებსა და სამუშაო პროცესების დანერგვა;
  • AI-ის გამოყენებით არსებული პროცესების გაუმჯობესება და ახალი შესაძლებლობების შექმნა;
  • საინტერესო იდეების რეალურ და კომერციულად ღირებულ პროდუქტებად გარდაქმნა;
  • AI ინდუსტრიის სიახლეების და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა;
  • AI კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ინგლისურ ენის ცოდნა;
  • AI ინსტრუმენტებთან და ტექნიკურ რესურსებთან მუშაობის გამოცდილება.

სასურველია გამოცდილება შემდეგ პროგრამებთან:

  • API-ებთან;
  • Make-თან;
  • Zapier-თან;
  • n8n-თან;
  • No-Code / Low-Code პლატფორმებთან;
  • AI აგენტებთან, ავტომატიზაციებთან ან ინტეგრაციებთან.

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს"

და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 2 50 20 60

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ