აგრონომი — ეროვნული ბოტანიკური ბაღი

ეროვნული ბოტანიკური ბაღი — ლოგო
ეროვნული ბოტანიკური ბაღი

აგრონომი

₾1760 იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას დეკორატიულ მცენარეთა კოლექციების და ბაღის გაფორმების განყოფილებაში აგრონომის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში)
ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30
შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: 1, 760 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)

შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

ფუნქციები:

** ბოტანიკური ბაღის დეკორატიული გაფორმების უზრუნველყოფასა და დეკორატიული იერსახის შენარჩუნება-გაუმჯობესების სამუშაოებში მონაწილეობა;
** ყვავილოვანი გაფორმებისთვის დეკორატიული მცენარეების შერჩევასა და განახლების პროცესში მონაწილეობა;
** მცენარეთა მოვლა-მოყვანის აგროტექნიკურ სამუშაოებში (ნიადაგის დამუშავება, განოყიერება, დარგვა, მორწყვა, ფორმირება) მონაწილეობა;
** კოლექციების მოვლისა და შევსება-განახლების მიზნით სათანადო აგროტექნიკური სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** მცენარეთა მავნებელ-დაავადებების კონტროლი, დროული რეაგირება და დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა უშუალო ხელმძღვანელსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებით;
** საკოლექციო და ბაღის დეკორატიულ ნაკვეთებზე აგროტექნიკურ სამუშაოებში მონაწილეობა;
** ბაღის დეკორატიული თარგებისთვის, ყოველწლიური გეგმის შესაბამისად, სარგავი მასალის გამოყვანის უზრუნველყოფა;
** სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნამეტი მცენარეების მომზადება (გადარგვა, ეტიკეტირება);
** მებაღეების საქმიანობის კოორდინაცია, სამუშაოების გადანაწილება და შესრულების კონტროლი;
** სამუშაო გეგმის უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება და შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება აგრარული მეცნიერებების, მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office (Word, PTT, Excel) ცოდნა.

უნარები:

** აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდში მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.

შერჩევის მეთოდები:

** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.