აღმზრდელი, აღმზრდელის დამხმარე
"თბილისის თავისუფალი სკოლის" ბაზაზე 2024 წლის სექტემბრიდან "თბილისის თავისუფალი ბაღი" ფუნქციონირებს.
"თბილისის თავისუფალი ბაღი" გთავაზობთ ბავშვის, როგორც აკადემიურ, ისე ფიზიკურ განვითარებაზე ორიენტირებულ, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის სოციალურ, ემოციურ და შემეცნებით განვითარებას და უზრუნველყოფს პატარების სკოლისთვის მზაობის გაუმჯობესებას.
ჩვენთან პატარებს დახვდებათ იზოლირებული, კეთილმოწყობილი გარემო ტყის მიმდებარე ვრცელი ეზოთი და გასართობი სივრცით.
თბილისის თავისუფალი ბაღი აცხადებს კონკურსს შემდეგ პოზიციებზე:
1. აღმზრდელი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მაგისტრის ხარისხი,
- აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი,
- საოფისე პროგრამების ცოდნა,
- საბავშვო ბაღში შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
- ხელფასი: 2100 ლარი (ხელზე) 9 თვის განმავლობაში
- სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 240, ბენდუქიძის კამპუსი
- სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე,
- ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღევა, სამჯერადი კვება
2. აღმზრდელის დამხმარე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი,
- სასურველია ჰქონდეს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი,
- საოფისე პროგრამების ცოდნა,
- სასურველია საბავშვო ბაღში შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
- ხელფასი: 1600 ლარი (ხელზე) 9 თვის განმავლობაში
- სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 240, ბენდუქიძის კამპუსი
- სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე,
- ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღევა, სამჯერადი კვება
2026 წლის 14 სექტემბრამდე.
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია. თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ჩვენი სკოლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:
https://free.edu.ge/, https://www.facebook.com/TbilisiFreeSchool
https://www.facebook.com/TbilisiFreeKindergarten
გისურვებთ წარმატებას!