ადმინისტრაციული ასისტენტი — Alcosphere

Alcosphere

ადმინისტრაციული ასისტენტი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ალკოჰოლის სპეციალიზებული მაღაზიათა ქსელი "ალკოსფერო" ეძებს ადმინისტრაციულ ასისტენტს.

სამუშაო პირობები

  • ანაზღაურება: 1500 ლარი — ფიქსირებული;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00;
  • გრაფიკი მოიცავს 1-საათიან შესვენებას;
  • სამუშაო ლოკაცია: საბურთალო, მ. ბურძგლას #72.

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის დოკუმენტაციის მიღება, დახარისხება, სისტემატიზაცია და არქივიზაცია;
  • დოკუმენტების დასკანერება და ელექტრონული არქივის წარმოება;
  • საბუთბრუნვისა და შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის ადმინისტრირება;
  • ხელშეკრულებების, აქტების, ინვოისების, ზედნადებებისა და სხვა დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • ფილიალებიდან/მაღაზიებიდან დოკუმენტაციის შეგროვება, კონტროლი და არქივიზაცია;
  • საოფისე საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭიროებების შესყიდვების ორგანიზება;
  • საოფისე მარაგების ნაშთების კონტროლი და დროული შევსების უზრუნველყოფა;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შეკვეთების კოორდინაცია;
  • ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საკითხების ორგანიზება;
  • საკურიერო, საფოსტო და სხვა საოფისე მომსახურებების კოორდინაცია;
  • შეხვედრებისა და სტუმრების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის თანამშრომლებისა და ფილიალების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • საჭირო ადმინისტრაციული ანგარიშების, ცხრილებისა და დოკუმენტების მომზადება;
  • კომპანიის დოკუმენტაციის კონფიდენციალურობისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლების მივლინებებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების, ტრანსპორტირებისა და განთავსების უზრუნველყოფა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ