ანაზღაურებადი სტაჟირება — საქართველოს უნივერსიტეტი

საქართველოს უნივერსიტეტი — ლოგო
საქართველოს უნივერსიტეტი

ანაზღაურებადი სტაჟირება

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას Gnomon Wise-ის პროექტ "Gnomon Wise Ex Libris"-ისა და ქართული, გერმანული, საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ფარგლებში.

სტაჟირება განკუთვნილია მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ კვლევითი საქმიანობის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება, კვლევით პროექტებში ჩართულობა და პროფესიული უნარების განვითარება.

სტაჟირების პირობები:

  • სამუშაო დატვირთვა: კვირაში 20 საათი
  • სამუშაო ადგილი: ჰიბრიდული ან საქართველოს უნივერსიტეტის ცენტრალური ოფისი
  • ხანგრძლივობა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

  • Gnomon Wise-ის ინფორმაციულ-ანალიტიკური გამოცემის "Ex Libris"-ის ფარგლებში გამოსაქვეყნებელი მასალების მომზადებაში მონაწილეობა
  • დასამუშავებელი საკითხებისა და შესაბამისი წყაროების იდენტიფიცირება, ინფორმაციის მოძიება და დამუშავება
  • გამოქვეყნებული მასალების თარგმნა და რედაქტირება ინგლისური და ქართული ენების მიმართულებით
  • სისხლის სამართლის ინსტიტუტის საქმიანობის ხელშეწყობა, მათ შორის კონფერენციების, დისკუსიების, კვლევითი პროექტებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
  • პოლიტიკის მეცნიერებების, სამართლის ან მომიჯნავე მიმართულების მაგისტრის პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული

საჭირო უნარები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული წერითი კომუნიკაცია
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ტექსტის ხარვეზების აღმოჩენის უნარი
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  • ვადების დაცვა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობისა და კონსტრუქციული უკუკავშირის მიღება-გაზიარების უნარი
  • საოფისე პროგრამებისა და ტექსტური დოკუმენტების დამუშავების ინსტრუმენტების ცოდნა (MS Word, PDF რედაქტორები)
  • მონაცემებისა და სხვადასხვა ტიპის დავალებების შესრულების მზაობა

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 8000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება "საქართველოს უნივერსიტეტის" მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ