ადმინისტრატორი
"CALISIA ● კალისია" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
"კალისია" - ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, რომელიც 8 წელია წარმატებით ფუნქციონირებს.
დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 7 ფილიალს და სთავაზობს მომხმარებლებს როგორც ესთეტიკურ, ისე სალონურ მომსახურებას სხვადასხვა ქალაქში.
ფილიალები ფუნქციონირებს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, თელავი.
- ადგილმდებარეობა - ვარკეთილი, წულუკიძის (ლაღიძის) №6.;
- სამუშაო დღეები - კვირაში 3-4 დღე;
- სამუშაო საათები - 10:00-20:00;
მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
- ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
- შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
- მომხმარებელთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება.
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე თუ:
- ხართ მიზანდასახული და ინიციატორი;
- ხართ დისციპლინირებული და პუნქტუალური;
- მეტყველებთ გამართულად ქართულად;
- შეგიძლიათ თითოეულ ადამიანს მიუდგეთ ინდივიდუალურად;
- ფლობთ საოფისე და კომპიუტერულ პროგრამებს ან შეგიძლიათ მარტივად აითვისოთ.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, თანდართული ფოტოსურათით, მისამართზე: calisiavarketilihr@gmail.com. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებებს!