ექთანი-ადმინისტრატორი- მესტია — მედიქალ ვორლდის ლაბორატორია

მედიქალ ვორლდის ლაბორატორია

ექთანი-ადმინისტრატორი- მესტია

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის" სახელითაა ცნობილი.

"Medical World Spa&Wellnes"კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი "მედ 11", რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

"მედიქალ ვორლდის" გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია " აცხადებს ვაკანსიას ექთანი-ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. მესტია, ე.ფარჯიანის #15;

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-16:00, შაბათი 09:00-14:00

ანაზღაურება: შეთანხმებით;

სამუშაოს აღწერა:

ადმინისტრატორის მოვალეობები:

  • ფილიალის სამუშაო პროცესის მართვა და კონტროლი;
  • ყოველდღიურ საქმიანობაში გამოვლენილი შეუსაბამობების მართვა;
  • არსებული მარაგების მართვა და მონიტორინგი;
  • სამედიცინო დაწესებულებებთან და სამედიცინო პერსონალთან შეხვედრების ორგანიზება სამომავლო პარტნიორობისთვის;
  • პაციენტების რეგისტრაცია და სალარო ოპერაციების შესრულება;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი დროული რეაგირება;
  • პერიოდული რეპორტინგი კომპანიის ადმინისტრაციასთან;

ექთანი-ფლებოტომისტის მოვალეობები:

  • პაციენტებისგან ვენური და კაპილარული სისხლის აღება ლაბორატორიული კვლევებისთვის;
  • ბიოლოგიური მასალის სწორად მარკირება, შენახვა და ტრანსპორტირებისთვის მომზადება;
  • პაციენტის იდენტიფიკაციისა და პროცედურის უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • სამუშაო ადგილის, ინსტრუმენტებისა და სამედიცინო ინვენტარის სტერილურობის უზრუნველყოფა;
  • პაციენტებისთვის პროცედურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კომფორტის უზრუნველყოფა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და მონაცემების აღრიცხვა;
  • ინფექციური კონტროლისა და ბიოსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

მოთხოვნები:

  • ექთან-ფლებოტომისტად მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ოპერატიულობა და პუნქტუალობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
  • FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
  • მნიშვნელოვანი ფასდაკლება ლაბორატორიულ სრულ სერვისზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც).