ადმინისტრატორი — სორიზო

სორიზო

ადმინისტრატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სტომატოლოგიური კლინიკა "სორიზო" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკიფორე ირბახის 17

ანაზღაურება: შეთანხმებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლინიკაში მოსული პაციენტების პირველადი მიღება, დახვედრა და კონსულტაციაზე გადამისამართება;
  • პაციენტების ჩაწერა და ვიზიტების მართვა სამედიცინო პროგრამაში;
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება და პაციენტებთან კომუნიკაცია;
  • პაციენტების სამედიცინო ბარათების აღრიცხვა, შევსება და პროგრამული მართვა;
  • კლინიკის ექიმებთან და ასისტენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა სამუშაო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის;
  • სალარო ოპერაციების წარმოება (ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორება) და სალაროს ანგარიშგება;
  • მისაღებ სივრცეში (Reception) წესრიგისა და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფა.

უნარები/კომპეტენციები:

  • სამუშაო გამოცდილება სტომატოლოგიურ ან სამედიცინო კლინიკაში ადმინისტრატორის პოზიციაზე (სასურველია);
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.