ადმინისტრატორი
სტომატოლოგიური კლინიკა "ჰელიო +" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: არასრული
ძირითადი მოთხოვნები:
- გამართული მეტყველებისა და პაციენტებთან თავაზიანი, პოზიტიური და კორექტული კომუნიკაციის უნარი;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების — Microsoft Word და Excel — ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- სტაბილურ სამუშაო პირობებს;
- კვირაში 3-დღიან სამუშაო გრაფიკს;
- თანამშრომლებისთვის განკუთვნილ სპეციალურ პროცედურულ შეღავათებს.
მისამართი: თბილისი, გლდანი ა მიკრორაიონი, ფორე მოსულიშვილის ქ. №54