ადგილობრივი და საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი — ბიოდიზელი ჯორჯია

ბიოდიზელი ჯორჯია — ლოგო
ბიოდიზელი ჯორჯია

ადგილობრივი და საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი

₾3000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი და საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: 3000 ლარი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • სრული ლოჯისტიკური ციკლის - იმპორტისა და ექსპორტის პროცედურების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, მართვა (ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო - სახმელეთო/საზღვაო);
  • სატრანსპორტო გადაზიდვებისა და ტვირთის განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (შეგროვება) და წარდგენა შესაბამის ორგანოებში;
  • საბაჟო პროცედურების გავლა/კონტროლი;
  • იმპორტირებული ტვირთების მიღება, განბაჟება, გაფორმება;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებთან ლოჯისტიკური მარშრუტების შედგენა, პროცესების კოორდინაცია;
  • ექსპორტის და იმპორტის რეჟიმში (ადგილობრივი და საერთაშორისო) ტვირთების სტატუსების და გადაზიდვის ვადების მონიტორინგი;
  • ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტის გაგზავნა მენეჯმენტთან;
  • დოკუმენტაციის არქივის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (საუბარი და წერა თავისუფლად);
  • ადგილობრივ და საერთაშორისო ლოჯისტიკის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება სასურველია ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ სფეროში;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

მოლაპარაკებების წარმოების უნარი; დროის ეფექტურად მართვის უნარი; დატვირთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ორგანიზებულობა; კომუნიკაბელურობა; დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.