1C ოპერატორი
შპს "ორბი ჯგუფი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის (შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი) პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, მიცკევიჩის 29 ა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)
ანაზღაურება: 2500 ლარი
პოზიციის აღწერა
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტში. ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს 1C სისტემაში მონაცემების სწორ და დროულ დამუშავებას.
ძირითადი მოვალეობები:
- 1C სისტემაში მონაცემების შეყვანა და დამუშავება;
- მარაგებისა და ნაშთების კონტროლი პროგრამაში;
- ანგარიშგებების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
- 1C სისტემაში მონაცემთა სიზუსტისა და დროული განახლების უზრუნველყოფა;
- შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
- ყოველდღიური საოპერაციო და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
- საბაზისო საბუღალტრო პრინციპების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სამშენებლო ან ლოჯისტიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
კომპანია გთავაზობთ:
- სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.