1C ოპერატორი
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.
გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში.
"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფეიქართა 14გ
სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, 09:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
- 1C პროგრამაში პროგრამული ოპერაციების განხორციელება (რეალიზაცია, შიდა გადაადგილება და ა.შ.);
- დოკუმენტების პროგრამული გატარების სისწორის კონტროლი, ხარვეზების შემთხვევაში რეაგირება;
- პერიოდული რეპორტინგის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება 1C ოპერატორის პოზიციზე.