ზოო ფილიალის მოლარე-კონსულტანტი
ზოომაღაზიების ქსელი "ინვეტ ზოო" აცხადებს ვაკანსიას ზოო ფილიალის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
შპს "ინვეტი" საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 25 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად.
კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: ფერმერული მიმართულების ვეტერინარული სერვისების განვითარება, ფერმერული მიმართულების კომბინირებული საკვების წარმოება, ვეტერინარული მედიკამენტების წარმოება და იმპორტი, შინაური ცხოველების საკვები და მოვლის საშუალებების რეალიზაცია/იმპორტი.
კომპანია საქართველოს მასშტაბით ფლობს 35 ფილიალს, სადაც ხდება როგორც ფერმერული მიმართულების პროდუქციის, ასევე შინაური ცხოველებისთვის საჭირო პროდუქტების რეალიზაცია.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 20:00 საათამდე
საწყისი ანაზღაურება: 1000 ლარი
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- ზოო ფილიალში არსებული პროდუქტების ცოდნა და მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
- ფილიალში შემოსული მომხმარებლის ინფორმირება პროდუქტებთან დაკავშირებით და დაინტერესება;
- სალარო ოპერაციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება ვეტერინარული მიმართულებით სასურველია;
- სასურველია მსგავს ან რითეილ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია APEX პროგრამის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება;
- სწორი კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
"ინვეტი" გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას, ასევე კრეატიული იდეების გაზიარებისა და განხორციელების შესაძლებლობას.
კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
სამუშაო პირობები:
- განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 20:00 საათამდე
- ანაზღაურება: 1000 ლარი
- ადგილმდებარეობა: თბილისი