ჟურნალისტი
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი ეძებს ჟურნალისტს
ანაზღაურება: 8000 ლარიდან (რომელსაც მხოლოდ თქვენ მიერ ნაჩვენები შედეგები განსაზღვრავს). სტაჟირების პერიოდში ანაზღაურება - 2000 ლარი, ბონუსების გარდა.
ბენეფიტები: დამსაქმებელი უზრუნველყოფს თანამშრომელს კორპორატიული სამედიცინო დაზღვევით.
ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც საქართველოში და ყოფილი დსთ-ს ტერიტორიაზე შეჭირვებული ოჯახების დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფონდია, ეძებს ჟურნალისტს.
თუ თქვენ შეგიძლიათ კრეატიული ტექსტების წერა, რომლებიც ადამიანების გულებს შეძრავს და ამასთანავე ნიჭიერი ხართ, ძალიან დიდი თანხის გამომუშავებას შეძლებთ. ჩვენთან ნიჭიერება ფასდება!
ანაზღაურება: 3000 აშშ დოლარიდან, პლუს ყოველთვიური ბონუსები. სტაჟირების პერიოდში (ერთ თვემდე) ხელფასი – 700 აშშ დოლარიდან, პლუს ბონუსები.
ძირითადი მოვალეობები:
- ამაღელვებელი მოკლე პოსტების წერა.
- ვიდეორგოლების გადაღება (ერთ წუთამდე ხანგრძლივობის), რომლებიც მკაფიოდ ასახავს რთულ პირობებში მყოფი თანამემამულეების რეალურ მდგომარეობას.
მოთხოვნები:
- გულით და გონებით სხვისი პრობლემების გაგების უნარი.
- თანამოსაუბრის კეთილგანწყობის მოპოვების უნარი.
- ინტერვიუს ჩაწერის და კრეატიული კითხვების დასმის უნარი, გულწრფელი და მართალი პასუხების მისაღებად.
- ლოგიკური და კრეატიული აზროვნება.
- Google-ის საძიებო სისტემაში კითხვების სწორად დასმის უნარი პრობლემის არსის გასაგებად.
- ტელეფონით ვიდეოს გადაღების ცოდნა.
პროფესიული განათლება აუცილებელი არ არის. დანარჩენს შეგასწავლით!
უნიკალური შემოთავაზება:
- თავად განსაზღვრავთ თქვენი ხელფასის ოდენობას (მოწოდებული ფორმულების მეშვეობით). თქვენს შემოსავალს არანაირად არ ვზღუდავთ.
- უბედური ადამიანების დახმარებით, მიიღებთ დაუვიწყარ დადებით ემოციებს.
- დაიმსახურებთ გარშემომყოფთა პატივისცემას.
- თქვენს ისტორიებს ასობით ათასი ადამიანი წაიკითხავს მთელ მსოფლიოში (თითოეული მასალის გამოქვეყნებას ფართომასშტაბიანი რეკლამა ახლავს თან).
- არსებობს ალბათობა, რომ მიგიწვიონ მსოფლიოში განთქმულ გამოცემებში.
გთხოვთ, მიუთითოთ ენების ფლობის დონე 10-ბალიანი სისტემით (მაგალითად: ქართული – 10; რუსული – 9; ინგლისური – 6).
სტაჟირების შემდგომი პირობები:
თუ დატოვებთ ქვეყანას, სადაც ამჟამად ცხოვრობთ (სტაჟირების დასრულების შემდეგ), ჩვენ ბინის ქირაობისა და დაზღვევის გარანტიას ვიძლევით (კონკურსის გავლის შემთხვევაში). გარდა ამისა, გემრიელი სადილებით იქნებით უზრუნველყოფილი.