ჟურნალისტი — Medscriptum

Medscriptum

ჟურნალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"მედსკრიპტუმი" (Medscriptum) საერთაშორისო მულტიმედია პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ექიმებსა და ჯანდაცვის სპეციალისტებს აკავშირებს. ჩვენი მიზანია, საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებს მხოლოდ აკადემიური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და უტყუარი ინფორმაცია მივაწოდოთ. დღეს "მედსკრიპტუმი" სამენოვან ვებ-პლატფორმას, სატელევიზიო გადაცემას BMG TV-ზე და ორენოვან ბეჭდურ ჟურნალს აერთიანებს. სწორედ ამ მისიის გასაგრძელებლად და ჩვენი პლატფორმის გასაძლიერებლად, "მედსკრიპტუმის" გუნდში ვეძებთ ჟურნალისტს.

ძირითადი მოვალეობები:

  • ჯანდაცვისა და სამედიცინო სფეროში მიმდინარე სიახლეების მოძიება, დამუშავება და ნიუსების მომზადება;
  • ვრცელი სტატიების მომზადება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამედიცინო მიღწევებზე;
  • ქართულ სამედიცინო ეკოსისტემაში მნიშვნელოვანი მოვლენების აქტიური გაშუქება.
  • სამედიცინო კონფერენციებზე და თავყრილობებზე დასწრება და შესაბამისი მასალების მომზადება;
  • ინტერვიუების დაგეგმვა და ჩაწერა ქართველ და უცხოელ ექიმებთან, ჯანდაცვის სპეციალისტებსა და მეცნიერებთან;
  • ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო სფეროსთან დაკავშირებული უწყებების რეფორმებისა თუ სიახლეების მონიტორინგი და გაშუქება;
  • ქართველი ექიმების წარმატებული ქეისების, უნიკალური ოპერაციებისა და მიგნებების იდენტიფიცირება და გაშუქება.
  • რთული სამედიცინო/სამეცნიერო ენის ფართო საზოგადოებისთვის გასაგებ, თუმცა აკადემიური სიზუსტის მქონე ფორმატში გადმოცემა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული მიმართულებით (სამედიცინო განათლება არ არის სავალდებულო, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად);
  • მედიაში ჟურნალისტად/რეპორტიორად მუშაობის გამოცდილება
  • საქართველოს ჯანდაცვის ეკოსისტემის საბაზისო ცოდნა და ამ სფეროს გაშუქების ინტერესი;
  • ქართულ ენაზე გამართულად და სტილისტურად დახვეწილად წერის უნარი;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა - საუბარი/წერა-კითხვა (უცხოური სამედიცინო პუბლიკაციების, კვლევებისა და გაიდლაინების წასაკითხად და დასამუშავებლად);

აუცილებელი უნარები:

  • ამბის თხრობის და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • კომპლექსური სამედიცინო თემების მკითხველისთვის საინტერესოდ გადმოცემის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, რესპონდენტებთან პროფესიული ურთიერთობების მარტივად დამყარების უნარი;
  • თემებისა და საინტერესო ამბების დამოუკიდებლად დანახვისა და მოძიების სურვილი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და დათქმული დედლაინების დაცვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ჟურნალისტური ეთიკის პატივისცემა;

რას გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს, რაც მოგცემთ დროის ეფექტურად მართვის საშუალებას;
  • საერთაშორისო სტანდარტების მქონე მულტიმედია პლატფორმაზე მუშაობისა და პროფესიული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას;
  • ჯანდაცვის სფეროს წამყვან სპეციალისტებთან თანამშრომლობის გამოცდილება