ზეინკალი-მექანიკოსი — უჯ ლუბრიკანტს

samushao.ge
უჯ ლუბრიკანტს — ლოგო
უჯ ლუბრიკანტს

ზეინკალი-მექანიკოსი

შეთანხმებით ახალი ქუთაისი · ადგილზე სრული განაკვეთი

UG Lubricants აცხადებს ვაკანსიას ზეინკალი-მექანიკოსის პოზიციაზე.

კომპანიის აღწერა:

UG Lubricants არის ქართული საწარმოო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია საავტომობილო და სამრეწველო სექტორისთვის განკუთვნილი საპოხი მასალების, ზეთებისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში.

კომპანია ფლობს თანამედროვე საწარმოო ქარხანას, რომელიც მდებარეობს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, მორგებულს სხვადასხვა ინდუსტრიის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც კომპანიის მდგრადი ზრდისა და წარმატების საფუძველს წარმოადგენს.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწარმოო და დამხმარე დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
  • დანადგარების ტექნიკური მომსახურება, დიაგნოსტიკა და რემონტი.
  • გაუმართაობის მიზეზების გამოვლენა და აღმოფხვრა.
  • სამონტაჟო, დემონტაჟისა და რეგულირების სამუშაოების შესრულება.
  • დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და დაზიანებული დეტალების შეცვლა.
  • გეგმიური-პრევენციული სარემონტო სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობა.
  • საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და მასალების მოთხოვნა და მათი რაციონალური გამოყენება.
  • დანადგარების მონტაჟში, გაშვებასა და გამართვაში მონაწილეობა.
  • შესრულებული სამუშაოების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება.
  • შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
  • საწარმოო დანაყოფებთან თანამშრომლობა ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში.
  • ხელმძღვანელის დავალებების შესრულება და პოზიციასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების განხორციელება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • რუსული ენის ცოდნა (სავალდებულოა)
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

დასაქმების ტიპი:

  • სამუშაო გრაფიკი / ფორმატი: სრული
  • სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
  • მდებარეობა: ქუთაისი, ავტომშენებლის N 88, თიზ

ანაზღაურება:

ანაზღაურება განისაზღვრება აპლიკანტის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ბენეფიტები:

  • სამედიცინო დაზღვევა
  • სტაბილური სამუშაო გარემო
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ