ვიდეოგრაფი/ვიდეო მონტაჟის სპეციალისტი
მარკეტინგული კომპანია "Infinity Solutions" აცხადებს ვაკანსიას ვიდეოგრაფის/ვიდეო მონტაჟის სპეციალისტის (კონტენტ კრეატორის) პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და მულტიფუნქციურ ტალანტს, რომელიც სრულად უზრუნველყოფს კომპანიის მსხვილი და მასშტაბური პროექტებისთვის ვიდეო კონტენტის წარმოებას გადაღებიდან და თანამედროვე ხელსაწყოების (AI) გამოყენებით მონტაჟიდან საბოლოო პროდუქტამდე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მიმდინარე მსხვილი პროექტებისთვის მაღალხარისხიანი ვიდეო კონტენტის გადაღება და მონტაჟი (Reels, Shorts, TikTok და სარეკლამო ფორმატები);
- სამუშაო პროცესში, იდეების გენერირებისა თუ ედითინგის ეტაპზე, თანამედროვე AI (ხელოვნური ინტელექტის) ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება და ინტეგრაცია;
- შემოქმედებით გუნდთან ერთად ვიდეოების კონცეფციების, სცენარებისა და ვიზუალური სტილის შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ვიდეოს გადაღებისა და პროფესიონალური მონტაჟის სამუშაო გამოცდილება.
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამოცდილება სამუშაო პროცესში;
- კამერასთან მუშაობის უნარი, გამართული მეტყველება, კომუნიკაბელურობა.
- სოციალური მედიის ტრენდების კარგი ცოდნა და ციფრული კონტენტის სპეციფიკის გაგება.
რას გთავაზობთ:
- სტაბილურ მუშაობას მსხვილ, გრძელვადიან და საინტერესო პროექტებზე;
- შემოქმედებით თავისუფლებას და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და პორტფოლიოს მიხედვით).
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00-სთ-დან 18:00-სთ-მდე. დასვენება 2 დღე.
- ადგილმდებარეობა: თბილისი, თამარაშვილის 13ა