ვიდეოგრაფი-მემონტაჟე — Infinity Solutions

Infinity Solutions

ვიდეოგრაფი-მემონტაჟე

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Infinity Solutions აცხადებს ვაკანსიას ვიდეოგრაფ-მემონტაჟის პოზიციაზე, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად შექმნის მაღალი ხარისხის ვიდეო კონტენტს სხვადასხვა ბრენდისა და პროექტისთვის.

სამუშაო ფორმატი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარაშვილის ქ. 13ა

ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით, შეთანხმებისამებრ

ძირითადი მოვალეობები:
  • ვიდეო გადაღება სარეკლამო, კომერციული და სოციალური მედიის პროექტებისთვის
  • გადაღებული მასალის მონტაჟი და პროფესიული პროდუქტის შექმნა
  • კადრის, ტემპისა და ვიზუალური ენის გათვალისწინებით მთლიანი პროცესის მართვა გადაღებიდან მზა პროდუქტამდე
  • გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა კრეატიული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • გამოცდილება ვიდეო გადაღებასა და მონტაჟში
  • Adobe Premiere Pro, After Effects და CapCut-ის ცოდნა
  • კადრის, სინათლის, კომპოზიციისა და ვიზუალური ესთეტიკის შეგრძნება
  • პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული მიდგომა სამუშაო პროცესის მიმართ
უპირატესობა მიენიჭება:
  • DaVinci Resolve-ის ცოდნას
  • AI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილებას
  • Motion Design-ის უნარებს
ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას
  • კარიერული განვითარების პერსპექტივას