ვიდეო ოპერატორი-მემონტაჟე
საქართველოს ამბები / მთის ამბები თბილისის ოფისში, სრული სამუშაო დატვირთვით, აცხადებს ვაკანსიას ვიდეო ოპერატორი-მემონტაჟის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ შემოქმედებით წევრს, რომელიც მზად არის, ჩაერთოს საველე ექსპედიციებში და შექმნას მაღალი ხარისხის ვიზუალური მედიაპროდუქტი. ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
პოზიცია: ვიდეო ოპერატორი-მემონტაჟე
ძირითადი მოვალეობები:
- აქტუალურ საკითხებზე რეპორტაჟების, გადაცემების, საგამოძიებო და დოკუმენტური ფილმების გადაღების დაგეგმვა, გადაღება და მონტაჟი.
ძირითადი მოთხოვნები:
- მედიაში ოპერატორად და მემონტაჟედ მუშაობის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება.
- Adobe Premiere Pro-ს მაღალ დონეზე ცოდნა.
- გრაფიკული პროგრამების (Photoshop, Illustrator) კარგი ფლობა.
- დრონის მართვის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად).
- შემოქმედებითი ხედვა, დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ენერგიულობა და გუნდურად მუშაობის უნარი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 31 აგვისტო.
გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, გასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.
"საქართველოს ამბები" (https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. "საქართველოს ამბების" ნაწილია "მთის ამბები" (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.