ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი — DG ჰოლდინგი

DG ჰოლდინგი

ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია DG ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 158

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, კვირაში 2 დღე დასვენება

ანაზღაურება: ფიქსირებულ 1000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი ყოველ აღმოჩენილ დარღვევაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტის კონტროლი ვიდეო კამერების საშუალებით;
  • წესრიგის დამრღვევი ან დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება და უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება;
  • თანამშრომლების მხრიდან შინაგანაწესით განსაზღვრული ნორმების დაცვის კონტროლი;
  • ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დაკვირვების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა.